თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით,   არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება. როგორც  ,,ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიიდან აცნობეს დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომის დადგენილებით, სასწავლო პროცესი 12 იანვრიდან განახლდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის  საბავშვო ბაგა-ბაღებში სწავლის პროცესი 8 სექტემბერს დაიწყო.