„შავი ოქროს" ფასი ეცემა. დღეს დილით ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბარელი ნავთობის ღირებულებამ 55,4 დოლარი შეადგინა, რაც გუშინდელ მაჩვენებელზე 53 ცენტით ნაკლებია, ლონდონის ბირჟაზე კი ნავთობი 1,02 დოლარით გაუფასურდა და ბარელის ღირებულება 59,86 დოლარით განისაზღვრა. ნავთობის გაიაფების პარალელურად, რუსული ეროვნული ვალუტის კურსი კატასტროფულად ეცემა. ამჟამად დოლარის ღირებულება მოსკოვის ბირჟაზე 67,89 რუბლს შეადგენს, ევრო კი 85,15 რუბლი ღირს.
მასალის გამოყენების პირობები