17 დეკემბერს 11:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე გამართავს პრეზენტაციას 2015 წლის განმავლობაში ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
შეხვედრას დაესწრებიან სხვადასხვა სახლემწიფო უწყების, მათ შორის სამინისტროების მაღალი რანგის პირები, კერძო და არასამთავრობო სექტორის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში განიხილება 2015 წლის განმავლობაში ადმინისტრაციის მარკეტინგული გეგმები, შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის განკუთვნილი აქტივობები, ტურისტული პროდუქტების განვითარება, ინფრასტრუქტურული საკითხები, მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ქმედებები, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებები და სხვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
მასალის გამოყენების პირობები