ნავთობის გაიაფების პარალელურად, რუსული ეროვნული ვალუტაც უფასურდება. დღეს დილით მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსმა 58, 2 რუბლი შეადგინა, ევროს ღირებულება კი 72,5 რუბლით განისაზღვრა. რუსული ვალუტის კურსი აგვისტოს თვიდან უფასურდება, რაც საერთაშორისო სანქციებითა და ნავთობის გაიაფებით არის გამოწვეული.
მასალის გამოყენების პირობები