დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულად მარიანე ბოლსი დაინიშნა. საპატიო კონსულს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა და საპატიო კონსუმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, აღინიშნა რომ საპატიო კონსული ხელს შეიწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში და ხელს შეუწყობს ხალხთაშორის ურთიერთობის განვითარებას. მარიანე ბოლსი საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობასა ეწევა. მისი ხელშეწყობით რაჭაში მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობისა და ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. დანიაში მარიანე ბოლსი წარმატებული ბიზნეს საქმიანობით არის ცნობილი. იგი ხელმძღვანელობს კომპანია „Fair Trees"-ის რომელიც საქართველოში, რაჭის რეგიონში, სოჭის გირჩების შეგროვებით სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიამ საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რაჭის რეგიონში მარიანე ბოლსის და სხვა კომპანიების საქმიანობის შედეგად, დანიის სამეფოს მოსახლეობის 90% საშობაოდ სწორედ ქართულ ნაძვის ხეს იყენებს.
მასალის გამოყენების პირობები