.,,ნაცმოძრაობის" დეპუტატი გოგა ხაჩიძე მზადაა ბიუჯეტის შესრულების შემთხვევაში დეპუტატის მანდატი დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თანამდებობა დატოვოს.
ფინანსთა მინისტრისგან დაიდო პირობა, რომ წლევანდელი ბიუჯეტი შესრულდება. გავამარტივოთ და უფრო გასაგები გავხადოთ საკითხი. ეს გამოსვლა იწერება, სტენოგრამაც კეთდება და ოფიციალურ შემოთავაზებად შეგიძლიათ ჩათვალოთ. თუ თქვენ 2014 წლის ბოლომდე შემოსულებებში შეკრიბავთ 9 მილიარდ 105 მილიონს და გადასახდელებში დახარჯავთ 9 მილიარდ 80 მილიონს, მაშინ საჯაროდ ვამბობ, რომ ბიუჯეტი იქნება შესრულებული და საჯაროდ დავტოვებ დეპუტატის მანდატს. თუ ამ პირობებს ვერ შეასრულებთ, მაშინ ფინანსთა სამინისტრო დარჩეს გარღვეული ბიუჯეტის რაინდის გარეშე და მინისტრის პოსტი დატოვოს. თუ თქვენგან ამ პირობაზე დღესვე იქნება თანხმობა, ჩემი პირობაც ძალაში შევა. ამაზე მეტად საზოგადოებას ვერ ვაჩვენებთ ვინ არის მართალი, თქვენ, რომელიც ამტკიცებთ, რომ ბიუჯეტი შეასრულეთ თუ ჩვენ, რომლებიც ვამტკიცებთ, რომ ამის შანსი არ გაქვთ," - მიმართა ხაჩიძემ ნოდარ ხადურს.