საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ ვინმე საქებარ სიტყვას იმსახურებს ეს პირველ რიგში თბილისის მერი გიგი უგულავაა.
"დღეს მე ჩემს მიმართ ბევრი საქებარი სიტყვა მოვისმინე, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ ქებას იმსახურებს ეს თბილისი მერია, რადგანაც ყოველგვარი საარჩევნო კამპანიის კონტექსტში გარეშე ძალიან ბევრს აკეთებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, საქართველოს მრავლ საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ამდენი არ აშენებულა, როგორც ამ წლებში.
"ჩვენი მთავრობის ყველაზე უფრო კრიტიკოსმაც კი დაიდოს გულზე ხელი და თქვას, თბილისის და საქართველოს მრავალ საუკუნოვანი ისტორიის პერიოდში გაკეთებულა თუ არა ამდენი, რამდენიც დღეს შენდება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
დღესვე პრეზიდენტმა მშენებლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიას სწორედ ხალხი ქმნის და ამიტომ "ისინი არიან, აღმაშენებლებიც, ბრწყინვალეებიც, მერებიც და პრეზიდენტებიც.
"ახალ მშენებლობაზე ათასობით ადამიანი დასაქმდა და 100 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც წელში გამართულ ოჯახებს ნიშნავს. მიუხედავად ამის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ქვეყანას ჩვენი ხელებით ვაშენებთ. ეს კი ღირსების საკითხია", - განაცადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.