ლილოს ტერიტორიაზე მიუსაფართა  ახალი თავშესაფარი აშენდება. როგორც    მთავრობის სხდომის შემდეგ თბილისის ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა განმარტა,  თავშესაფარი 2015 წელს აშენდება და ის  250 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.
,,თბილისის მერიამ უ ლილოს ტერიტორიაზე დავიწეთ ახალი თავშესაფრის მშენებლობა, უფრო კაპიტალურის, რომელიც 250 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი", _განაცხადა მარგიშვილმა. 
მისივე განმარტებით,  ლილოს ტერიტორიაზე მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობისთვის  ტენდერი უკვე დასრულდა. 
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე 200 ბენეფიციარისთვის  თავშესაფარი მოსკოვის პროსპექტზე ფუქციონირებს.