ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ჩაიბარებს. როგორც მთავარობის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული გიორგი გახარია ასევე შეინარჩუნებს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას.
მათივე ინფორმაციით რომან ჩხენკელი, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და შექმნა ეფექტური სტრუქტურა, არაერთხელ თავად ითხოვა ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტის დატოვება.
პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა მისი ეს თხოვნა.
მთვარობის პრესამსახურის ცნობით, გიორგი გახარია, 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნეს სექტორთან, ერკვევა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში და კარგად იცის ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც დღეს ბიზნესს სახელმწიფოსგან სჭირდება.