ვითიბი ბანკსა და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა სპორტის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად 2015 წლის განმავლობაში ბანკი,წყალბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი იქნება. ხელშეკრულება, რომელსაც 4დეკემბერს მოეწერა ხელი ერთ წლიან პარტნიორულ ურთიერთობას ითვალისწინებს.სპონსორობის პერიოდში, ვითიბი ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა, მოხმარდება სპორტსმენების საშეჯიბრო მომზადებას, ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.
2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვითიბი ბანკი წყალბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი იყო. ბანკის მხარდაჭერით, ნაკრები 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ევროპის ჩემპიონატი ფაქტიურად მსოფლიო ჩემპიონატის ტოლფასია- წყალბურთის ყველაზე დიდი გრანდები ევროპული გუნდებია.
წყალბურთი საქართველოში მე-20 საუკუნის 30 - ინი წლებიდანგანვითარდა და მას მდიდარი ტრადიცია გააჩნია. ქართველ წყალბურთელებს მოპოვებული აქვთ 20 - ზე მეტიევროპისა და მსოფლიოს, 12 ოლიმპიური თამაშების სხვადასხვასინჯის მედალი.
ვითიბი ბანკი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ქართული სპორტის განვითარებას.ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა, რაგბის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორობა, ტანვარჯიშის ფედერაციის გენერალური სპონსორობა, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის სპონსორობა,ავტოსპორტი, ფეხბურთი და სხვა. ასევე ბანკი აქტიურად აფინანსებს სხვადასხვა საბავშვო სპორტულ გუნდს.
ვითიბი ბანკის მხრიდან კონტრაქტს ხელი მოაწერა, ბანკის ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა, ფედერაციის მხრიდან ფედერაციის პრეზიდენტმადათო რურუა.
"ვითიბი ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტისა და კულტურის მხარდაჭერას, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბანკის მიერ განხორციელებულ სასპონსორო პროექტებს შორის საქართველოს წყალბურთის ნაკრებიც არის. წარმატებას უსურვებთ სპორტსმენებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წყალბურთის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას"- განაცხადა ვითიბი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა.
"ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევეცადოთ, რომ საწყლოსნო სახეობებში აქამდე მიღწეული შედეგები გავაუმჯობესოთ და სტაბილურ წარმატებად ვაქციოთ.ბატონმა პრემიერმა ბიზნესმენებს მოუწოდა სპორტის მხარდაჭერა და ეს ძალიან მნიშვნელვანია. დღეესდღეობით გაიზარდა და კიდევ უფრო იზრდება წყალბურთით დაკავებულ სპორტსმენთარიცხვი. მაგრამ ეს საკმარისი არ არის.წყალბურთის განვითარებისთვის კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია და მადლობა ვითიბი ბანკს ქართული სპორტის და ამ შემთხვევაში წყალბურთის მხარდაჭერისთვის", - განმარტა საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დათო რურუამ.