ფინანსთა მინისტრი ლარის კურსთან დაკავშირებით შეფასებას ისევ არ აკეთებს. "მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი კომენტარისას ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას მე ვერ გავცდები. გაცვლით კურსზე ბიუჯეტის ზემოქმედება არის ნულის ტოლი",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ნოდარ ხადურის განმარტებით, ფინანსთა მინისტრს არ აქვს კომპეტენცია
სხვა უწყებების საქმიანობა შეაფასოს, თუმც პირობას დებს, რომ 2014 წელის ბიუჯეტი შესრულდება და ხარჯებიც იქნება დაახლოებით 100 %-მდე.