ფინანსთა მინისტრმა ბოლო 2 წლის მუშაობა შეაჯამა. ნოდარ ხადური ამბობს, რომ გასული 2 წელი იყო ძალიან საინტერესო, თუმც იყო მძიმე სამუშაოც. პრეზენტაციას, რომელიც, „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში გაიმართა, მთავრობის წევრებთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"იყო ძალიან ბევრი პროცესი, რომელიც გამოსწორებას მოითხოვდა. ჩვენ მართლაც ბევრი ვიმუშავეთ. იმედია, რომ მომავალი წლები იქნება უფრო სტაბილური და ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება უფრო მაღალი. სახელმწიფო ბიუჯეტი დარჩება გამჭირვალე და საზოგადოების ყველა წევრს ეცოდინება, მათ მიერ გადახდილი გადასახადები სად იხარჯება.
ჩვენ ვზრდით სოციალურ ხარჯებს, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე",- განაცხადა პრეზენტაციის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა.