მადრიდში მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი აშენდება. პროექტის განსახორციელებლად კომპანია El Corte Inglés -მა 136 მლნ ევროდ მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა და როგორც ირკვევა, მას შემდეგ რაც სავაჭრო ცენტრის მშენებლობას დაასრულებს ის სიდიდით მსოფლიოში პირველ ადგილზე იქნება. 13 ათასი კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მადრიდის ფინანსურ და ეკონომიკურ ცენტრში მდებარეობს, რომელიც მადრიდში ყველაზე პრესტიჟულ ადგილად ითვლება.