ისლამისტებმა სირიაში კანადის მოქალაქე გაიტაცეს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ჯილ როზენბერგი, რომელსაც ისრაელის მოქალაქეობაც ჰქონდა და ბოლო რამდენიმე წელი თელ-ავივში ცხოვრობდა, სირიაში ნოემბრის დასაწყისში ჩავიდა და ქურთისტანის არმიას შეუერთდა. მანამდე ის სპეციალურ მომზადებას ერაყის საწრთვნელ ბაზაზე გადიოდა.