საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა გამართა შეხვედრა საქართველოში ლიტვის ელჩთან, იონას პალაუსკასთან.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება მოსკოვისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" გამო. აღინიშნა, რომ დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უარყოფითად აისახება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მდგომარეობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული ქმედების საპასუხოდ საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორის თანამეგობრობის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის აუცილებლობას.
მასალის გამოყენების პირობები