ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ, - ამის შესახებ, ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშიერბით, პრეზიდენტის შენიშვნების შესახებ, "თავისუფალი დემოკრატები" პოზიციას, დოკუმენტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებენ.
"დოკუმენტი კარგად უნდა შევისწავლოთ და ვნახოთ, რით ამყარებს პრეზიოდენტი საკუთარ პოზიციას, თუმცა, რაც შეეხება ვეტოს დაძლევას, რადგან ჩვენ თავის დროზე ამ კანონს არ ვუჭერდით მხარს, არც ვეტოს დაძლევაში მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონს ვეტო დაადო და კანონპროექტს, მოტივირებულ შენიშვნებთან ერთან პალამენტს უკან გადაუგავნის.
"ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის. ამიტომ კანონს ვადებ ვეტოს და პარლამენტს ვთავაზობთ საკუთარ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილენა იქნება დაცული, ეს ნიშნავს რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები და ნებართვას, რომ კონკრეტული მიყურადება განხორციელდეს, გასცემს სასამართლო, ხოლო ზედამხედველობას განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ეს არის მოდელი , რომელიშიც ფუნქციები სწორად არის გადანაწილებული და რომელიც, უზრუნველყობს, რომ ბალანსი სახელმწიფო ინტერესებსა და ადამიანიებებს შორის იყოს დაცული. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას",- განაცხადა პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე.