„ვისოლ ჯგუფი" სტუდენტებისათვის დასაქმების ფორუმს მართავს, რომელიც 27-28 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მიმდინარეობს. ახალგაზრდებს დასაქმების რეალური შანსის გარდა, „ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანიებში - „ვისოლში", „სმარტში", „ვენდიში", „დანკინ დონატსში" და „ვიანორში" სტაჟირების გავლისა და კომპანიის დამფუძნებლებისგან მასტერკლასების მოსმენის საშუალებას აძლევს.
"ვისოლ ჯგუფის" განვითარების ტემპის პროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე. მოხარულნი ვართ, რომ საშუალება გვაქვს საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების გამორჩეულ სტუდენტებს მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა "ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანიებში. "ვისოლ ჯგუფის" კორპორატიული კულტურა ითვალისწინებს, რომ კომპანიის წარმატების ისტორიას თითოეული თანამშრომელი ქმნის. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ წარჩინებული სტუდენტები საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას სრულიად შეძლებენ ისეთ წარმატებულ ბიზნესკომპანიაში, როგორიც "ვისოლ ჯგუფია".ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მათთან ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს"- განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
აღსანიშნავია, რომ „ვისოლ ჯგუფის" დასაქმების ფორუმზე სამსახურის დაწყების შანსის გარდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ მასტერკლასები კომპანიის დამფუძნებლებისა და სხვა წამყვანი პროფესიონალებისაგან. „ვისოლ ჯგუფის" კადრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სტუდენტებს წარმატებული გასაუბრებისა და დასაქმებისათვის პრაქტიკულ რეკომენდაციებსაც გაუწევს. დაგეგმილი კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები კი „ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან. "ვისოლ ჯგუფი" ასევე სასწავლო სტიპენდიას გამოყოფს ო. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის" ერთი სტუდენტისათვის.
5000-მდე თანამშრომლით „ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. „ვისოლ ჯგუფი" ყველა თანამშრომელს თანაბრად აძლევს განვითარების და შესაძლებლობების გამოვლენას საშუალებას. სწორედ ამიტომ, კომპანიამ 2011 წელს ჩამოაყალიბა „ვისოლ ჯგუფის" აკადემია, სადაც ჯგუფის ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია, ახალი კომპეტენციები შეიძინოს და დაწინაურდეს.
მასალის გამოყენების პირობები