მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით გაიმართა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს რიგით მე-4 სხდომა.
შეხვედრაზე განიხილეს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებათა შემფასებელ ექსპერტთა ევროპის საბჭოს კომიტეტის (MONEYVAL) და ფინანსური ქმედების ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა და ამ მიმართულებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
აღნიშნული საბჭო აერთიანებს ყველა კომპეტენტური უწყების წარმომადგენელს და მისი ფუნქციაა ქვეყანაში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების პროცესის კოორდინაცია.