2014 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ციტრუსოვანთა ნაყოფის მოსავალი პროგნოზით გათვალისწინებულია 72122 ტონა, აქედან ქობულეთის მუნიციპალიტეტში - 41 990 ტონა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში- 21 300 ტონა, ბათუმში - 9232 ტონა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის განმარტებით, მოსავლის აღება (საადრეო ჯიშების) 10 ოქტომბრიდან დაიწყო, ხოლო "ოქროს რთველი" აქტიურ ფაზაში 15 ნოემბრიდან შევიდა. მინისტრის თქმით, 20 ნოემბრის მდგომარეობით რეგიონში ციტრუსის მოსავალი აღებულია 55 %-ი, ანუ 37 000 ტონამდე. ამ დროისათვის მოსავლის აღება ინტენსიურად მიმდინარეობს.
"ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ავტონომიურ რესპუბლიკაში ფუნქციონირებს 32 შემფუავ-დამხარისხებელი საწარმო, ციტრუსის კონცენტრატად და წვენებად გადამამუშავებისათვის ქობულეთში მოქმედებს სამი ქარხანა, რომელთა საერთო წლიური წარმადობა 25 000 ტონა ციტრუსის გადამუშავებაა.
20 ნოემბრის მდგომარეობით რეალიზებულია 5555 ტონა მანდარინი; მათ შორის ექსპორტზე, უკრაინაში 479 ტონა, ბელორუსიაში 50 ტონა, ყაზახეთში 20 ტონა, რუსეთში 1397 ტონა, აზერბაიჯან-სომხეთში 2703 ტონა და საქართველოს შიდა ბაზრებზე რეალიზებულია 906 ტონა.
მეციტრუსეებისაგან სტანდარტული მანდარინის შესასყიდი ფასი შეადგენს 55-65 თეთრს, არასტანდარტული მანდარინის ფასი გადამამუშავებელი ქარხნების მიერ განისაზღვრა 10 თეთრის ოდენობით, ხოლო სუბსიდირება არასტანდარტულ მანდარინის ნაყოფზე განისაზღვრა ასევე 10 თეთრის ოდენობით", - აღნიშნა მინისტრმა.