ვარსკვლავური წყვილი ანჯელინა ჯოლი და პრედ პიტი, საცხოვრებლად ლონდონში გადასვლას გეგმავენ. წყვილი სახლს ლონდონის პრესტიჟულ რაიონში ეძებს, სადაც ცნობილი ვარსკვლავები და ბიზნესმენები ცხოვრობენ.
2 სართულიანი სახლი, რომელიც უკვე შერჩეულია და შესაძლოა წყვილმა იყიდოს კიდეც, 5 საძინებელს და დიდ მისაღებ ოთახს მოიცავს. სახლში ასევე განთავსებულია კინოთეატრი. სახლს აქვს ასევე დიდი აივანი და მინის ლიფტი. სარდაფში კი მოთავსებულია უძველესი ღვინოების მარანი, რომლის ღირებულებაც 100 ათასი ფუნტია.
მასალის გამოყენების პირობები