სოციალური ქსელის მომხმარებლებს სასტუმროში ცხოვრებისთვის გარკვეული პრივილეგიები ენიჭებათ. თუ კი Facebook-ის მომხმარებლის მეგობართა რაოდენობა 2 ათას მეგობარს აჭარბებს, მაშინ მათ შესაძლებლობა აქვთ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის სასტუმრო Nordic Light-ში ერთი თვის განმავლობაში უფასოდ იცხოვროს.
ასევე შეღავათებით ისარგებლებენ ის ადამიანები, ვისაც Instagram-მდე 100 ათასზე მეტი მკითხველი ყავს.
ასევე, თუ Facebook-ზე თქვენი მეგობრების რაოდენობა 1,5 ათას აჭარბებს, მაშინ შესაძლებლობა გეძლევათ, რომ სტოკჰოლმის 5 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში 10-15 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტოკჰოლმში სასტუმრო ნომრის საშუალო ღირებულება 360 დოლარია.