"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მზად არიან ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ.როგორც პარტიის წევრი გივი თარგამაძე აცხადებს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არის ანექსია, რაც თვისობრივად ცვლის სიტუაციას.
მისი თქმით, თუ პრეზიდენტს რაიმე წინადადება აქვს და იქნება თანხვედრა მათ წინადადებებში, კარგი იქნება.
ინიციატივას იზიარებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
მათი თქმით, ე.წ. ხელშეკრულება არის საკითხი, რაზეც ყველა მხარემ პრობლემის გადაწყვეტის გზები ერთად უნდა ეძებოს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე კონსულტაციების დაწყება გუშინ დღის ბოლოს შესთავაზა.