აჭარაში ინვესტიციების მოცულობა იზრდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის განმარტებით, 2014 წლის 9 თვეში, 2013 წლის 9 თვესთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა 25 %-ით გაიზარდა.
მინისტრის თქმით, 2013 წელის იანვარ-სექტემბერში აჭარაში სულ 146 მლნ 900 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ინვესტიციების მოცულობამ 183 მლნ 400 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, რეგიონში წელს განხორციელებულ ინვესტიციაში ადგილობრივი ინვესტიციების კუთხით, შარშანდელთან შედარებით კლებაა -27 %-ით, სამაგიეროდ საგრძნობლადაა გაზრდილი უცხოური ინვესტიციების წილი, საუბარია 130 %-იან ზრდაზე.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, წელს განხორციელებული ინვესტიციების 61 %-ი უცხოურ, ხოლო 39 %-ი ადგილობრივ ინვესტიციებზე მოდის.
2014 წლის ინვესტიციები დარგობრივად ასე გადანაწილდა: ტურიზმი - 45%-ი, მშენებლობა - 34%-ი, ენერგეტიკა - 14%, სოფლის მეურნეობა - 3 %, მრეწველობა- 1 % და სხვა დარგები კი - 3 %-ი.