რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ვალდებულებები და მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს.
"შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში რჩება მკაფიო: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დამოუკდიებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. შეერთებული შტატები არ აღიარებს ე.წ. ხელშეკრულების ლეგიტიმურობას საქართველოს რეგიონს, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის", - აღნიშნულია განცხადებაში.