საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსთან, Fitch Ratings-ის პრეზიდენტთან პოლ ტეილორთან შეხვედრით დაიწყო.
Fitch Rating-მა 2014 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა რეიტინგი, სადაც საქართველოს ახალი რეიტინგი მიენიჭა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესებას გულისხმობს.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესება ემყარება შემდეგ ძირითად ფაქტორებს:
· საქართველო მტკიცედ აგრძელებს ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს
· საქართველოს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც, თავის მხრივ მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ. ევროკავშირის ბაზარზე უფრო ადვილი ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერიოდში;
· საქართველოში არის ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო;
· საქართველოს არის ეკონომიკური პროგრესი და პოლიტიკური სტაბილურობა, რომლის დასტურია უკვე მესამედ არჩევნების მშვიდ, კონკურენტუნარიან გარემოში დემოკრატიულად ჩატარება.ს
· საერთაშრისო ორგანიზაციები და დამკვირვებლები ადასტურებენ საქართველოს ინსტიტუციური გაძლიერებას,
· ქვეყნის პოლიტიკურმა სტაბილურობამ, კორუფციის შემცირებასთან ერთად, ხელი შეუწყო ბიზნესის მხრიდან ნდობის ამაღლებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი რომან ჩხენკელი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.