ფრაქცია "ქართული ოცნება- რესპუბლიკელები" მხარს ე.წ. გასაღბის მფლობელის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დაუჭერენ. ამის შესახებ, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება- რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა პრემიერ-მინიტრისა და უმრავლესოობის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენი მიდგომით სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეთ, მეორე მიდგომით, ძალიან მაღალი კონტროლის ქვეშ, რაც თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შს სამინისტროში. ჩვენ "რესპუბლიკელები მხარს
ვახტანგ ხმალაძის ინიციატივას ვუჭრთ", - აცხადებს დავით ბერძნიშვილი.
ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტს დაუჭრენ მხარს ასევე ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები". პროექტის მიხედვით, პერსონალურ მონაცემებზე წვდომა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ექნება.
პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრემიერი და უმრავლესობის ნაწილი, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების - ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დაუჭირა მხარი.
საკითხზე პარლამენტმა საბოლოო გადაწყვეტილება 1-ელ დეკემბრამდე უნდა მიიღოს.