უკრაინის მმართველი კოალიციის შეთანხმება პარაფირებულია. უმაღლესი რადის უმრავლესობაში „პეტრო პოროშენკოს ბლოკი," „სახალხო ფრონტი," პარტია „სამოპომოში," „ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტია" და „ბატკივშინა" გაერთიანდნენ. ახალი კოალიციის გეგმებში უკრაინის ნატოში ინტეგრაცია, მაღაროების პრივატიზაცია, უკრაინის რკინიგზის რეფორმირება და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება შედის, რისთვისაც უმრავლესობა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს წარმოადგენს.
უმრავლესობამ კოალიციის შეთანხმების პარაფირება ღირსებისა და თავისუფლების დღეს მოახდინა. დღეს უკრაინა ევრომაიდნის მოვლენების წლისთავს აღნიშნავს.