ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს რეგიონებში სასტუმროების მომსახურე პერსონალის გადამზადება დაიწყო. ტრეინინგების პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართა. კურსის დასრულების შემდეგ სვანეთის 20 სასტუმროს 27 წარმომადგენელი სერთიფაკატი მიიღებს. მესტიაში გამართულ კურსებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მესტიის შემდეგ გადამზადებას ბაკურიანის, ბორჯომისა და გუდაურის სასტუმროების თანამშრომლები გაივლიან.
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
∙ სასტუმრო საქმე;
∙ სასტუმროს ძირითადი ტურისტული შეთავაზებები;
∙ სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები;
∙ რეცეფციის მუშაობის თავისებურებები;
∙ კომუნიკაცია რეცეფციასა და სასტუმროს კვების ობიექტს შორის;
∙ კომუნიკაცია ტურისტულ ბიზნესში: საქმიანი ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება. რეკლამა და პოპულარიზაცია;
∙ მომსახურების ხარისხი;
∙ სასტუმროს სტანდარტი;
∙ ტურისტთა კვების თავისებურებანი;
∙ მენიუს შედგენის თავისებურებები;
∙ რეზერვაცია, ანგარიშსწორება;
∙ ნომრის მომზადება სტუმრის მისაღებად;
∙ ინვენტარის მოვლა, აღწერა;
∙ სასტუმროს თანამშრომლების უფლება მოვალეობები;
∙ თანამსრომლების ქცევა, ჩაცმულობა, დისციპლინა;
∙ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;