სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ შეისწავლოს დაცული იყო თუ რა ციიხ #8 დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
,,მნიშვნელოვანია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ შეისწავლოს რამდენად დაცული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სასჯელაღსრულების სამინისტროს #8 დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მათ შორის პატიმართა მიმართ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ, შედგენილ და გაგზავნილ იქნა თუ არა ანგარიში მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძველზე აღმოფხვრის შემდეგ", _განაცხადა ნანუაშვილმა.