თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველო დელეგაცის ბრიუსელში ვიზიტს ეხმიანება და რადიო ,,თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ქვეყნისათვის, რაც სამთავრობო დელეგაციამ განახორციელა ბრიუსელში.
,,მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისათვის, რაც სამთავრობო დელეგაციამ განახორციელა ბრიუსელში და, ბუნებრივია, ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს დასავლეთის ასეთ აქტიურ და ქმედით მხარდაჭერას ჩვენი გეგმების განხორციელებაში და მხარს ვუჭერთ, საქართველოს მთავრობას და ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას. მე ძალიან გამიხარდა, რომ შევნიშნე ბევრად უფრო გამოცოცხლებული რიტორიკა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან კონკრეტულად ნატოსთან დაკავშირებით და კონკრეტულად, ასევე, იმ საფრთხესთან დაკავშრებით, რაც მომდინარეობს რუსეთის აგრესიული ქმედებებით. და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მიერ ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოფხიზლების ზარი შემოკრა როგორც საერთაშორისო, ისე ჩვენს შიდა პოლიტიკურ სივრცეში", _აცხადებს ალასანია.
ალასაია იმედს გამოთქვამს, რომ გეგმები როემლიც საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლებლობების ამაღლებასა და ნატოს ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთაქვსებას ეხება შეუფერხებლად განვითარდება.
,,მე მინდა დავიჯერო და სურვილი მაქვს, რომ ის გეგმები, რაც კონკრეტულად თავდაცვისუნარიანობის და შეიარაღების კუთხით ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების ამაღლებას და ასევე ნატოსა და საქართველოს ერთობლივი ინფრასტრუქტურის ჩვენს ტერიტორიაზე განთავსებას ეხება, შეუფერხებლად განვითარდება და მე ვიქნები უბედნიერესი ადამიანი და ყველანი საქართველოში ვიქნებით უფრო დაცულები, როდესაც ეს პროექტები დასრულდება", -აცხადებს ალასანია.
მასალის გამოყენების პირობები