ემზარ კვიციანის მხარდასაჭერად, თბილისის პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანიც შეუერთდა. მისი თქმით, კვიციანის საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს.
"მინტერესებს, რატომ ბაჩო ახალაიას და მერაბიშვილს 7 და 4 წელი და ემზარ კვიციანს 12 წელი? და მეორე კითხვა მიჩნდება - ოქრუაშვილი, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გამოიძახეს და არ გამოცხადდა, თავისუფლად დასეირონობს, კანონზე მაღლა დგას? ", - განუცხადა ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს. ისინი კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულის ემზარ კვიციანისთვის 12 წლით პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ და საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვენ.