ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე პარლამენტში დახურული კონსულტაციები მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე სამი საათით ადრე უმრავლესობა მთავრობის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას დახურულ კარს მიღმა მართავს.
დეპუტატებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ხვდება. მმართველი გუნდი პოზიციების შეჯერებას ცდილობს.
საპარალემნტო უმრავლესობას ერთიანი პოზიცია არ აქვს.
საერთო ჯამში განიხილება 4 კანონპროექტი. საკუთარ ინიციატივას წარადგენენ დეპუტატები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.
ალტერნატიული პროექტი აქვს შემუშავებული იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესაც, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატებიც" ემხრობიან.
პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად ზუსტად ერთი დღე რჩება.
ხვალ საბოლოოდ უნდა გაირკვეს, რომელ ვარიანტს დაუჭერს მხარს საკანონმდებლო ორგანო და ვის ხელში იქნება ეგრეთ წოდებული გასაღები, რომელიც ამ დრომდე დავის საგანია.
მასალის გამოყენების პირობები