EBRD-ი საქართველოში ახალი პროგრამას იწყებს. ბანკის ინფორმაციით, EBRD-ისა და შვედეთის მთავრობის ინიციატივით, საქართველოში მეწარმე ქალების დასახმარებლად ახალი პროგრამა იწყება. საუბარია ბანკის მიერ 45მლნ ევრის სპეციალური საკრედიტო ხაზის გახსნაზე, რომელიც გამყარებული იქნება დონორების მიერ დაფინასებული პროგრამით და მეწარმე ქალებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ბიზნეს კონსალტინგით სარგებლობა შეეძლებათ.
მეწარმე ქალების დახმარების პროგრამა არის რეგიონალური ინიციატივის ნაწილი, რომელიც მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსს, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას. პროგრამა ოფიციალურად რამდენიმე თვეში დაიწყება.
"ამ ინიციატივის ფარგლებში ადგილობრივი ბანკებისათვის გამოყოფილია 45 მლნ ევროს საკრედიტო ხაზი შემდგომი გასესხებისათვის იმ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისათვის, რომლებსაც მართავან და/ან ფლობენ ქალები. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებულია კრედიტ-უნარიანობის გაძლიერება, პარტნიორი ბანკებისათვის ტექნიკური დახმარება და მსესხებელი კომპანიებისათვის კომპლექსური ბიზნეს საკონსულტაციო მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს საკონსულტაციო პროექტებს, სამენტორო პროგრამას, ტრენინგებს და ახალი კავშირების დამყარებას",- აცხადებენ ევრობანკში.
მასალის გამოყენების პირობები