უკრაინა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრებენ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის საპარლამენტო კომისარი ვალერიალუტკოვსკა, რომელიც თბილისში უკრაინის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესამსახურიდან აცნობეს მხარეებ შორის შეხვედრა 14.30 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ადამიანის უფლებათა სამდივნოს წარმომადგენლები.
დელეგაციის თბილისში ვიზიტის მიზანია უკრაინის ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება.