პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უარი განაცხადა ასეულობით მილიონიანი სასახლეების მშნებლობაზე და აღნიშნული რესურსი მთლიანად მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენა.
,,ჩვენი მთავარი საზრუნავია ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უარი ვთქვით ნახევარმილიარდიან სასახლეებზე. ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა სასახლეებზე და კომფორტული ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაში. ჩვენ ეს ყველაფერი გონივრულად, ეფექტიანად მივმართეთ მოსახლეობის საკეთილდღეოდ. მივმართეთ ჯანდაცვაში, განათლებში, მივმართეთ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. Gგზების, წარმოების მშენებლობისთვის და ზოგადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. Eეს არის ის რაც განგვასხვავებს ჩვენს მთავრობას, წინა მთავრობისგან, მაგრამ აქვე მინდა განვმარტო რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, რადგან საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო წინა ხელისუფლებისგან, მაგრამ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული", _განაცხადა პრემიერმა ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იან გზას გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.