ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ჩაჩუას როგორი აღკვეთის ღონისძიება ექნება გირაო თუ პატიმრობა, - ასე გამოეხმაურა ექსპერტ ლევან ჩაჩუას პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებას ზურაბ ჟვანიას ძმა გოლა ჟვანია "ჯი-ეიჩ-ენ" - თან საუბრისას.
"გამოძიება დასრულებული არ არის, ეს არის ცალკე გამოყოფილი საქმე. მოსამართლემ მიიღო ასეთი გაადწყვეტილება. ჩემთვის მთავარია ძირითადი პროცესი, ზოგადი საქმე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს", - განაცხადა გოლა ჟვანიამ.
მისივე თქმით, გაასაჩივრებს თუ არა ოჯახი საქალაქო სასამართლოს განაჩენს, გაადწყვეტილება ამის შესახებ, ექსპრემიერის მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ უნდა მიიღოს.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა პატიმრობიდან 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.