საქართველო პირველად სავალუტო რეზერვების მართვის მეოთხე რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი 19 ნოემბრიდან 21 ნოემბრამდე სასტუმრო „რადისონში" გაიმარტება, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს ეროვნული ბანკი და აზიის განვითარების ბანკი უწევენ. როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტივირიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ტიპის ფორუმი კავკასიის რეგიონში პირველად ტარდება და მის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური სფეროს ექსპერტებს შორის, ასევე მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებისა და პროცესების განხილვა და სხვადასხვა ჭრილში გაანალიზება.
"საქართველოში პირველად ტარდება გლობალური ფორუმი, რეზერვების მართვის შესახებ. ეს არის ჩვენთვის საშუალება, რომ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილ;ება სხვა ცენტრალურ ბანკებს და ასევ ვისწავლოთ სხვებისაგან. სებ-მა ძალიან ბევრი რეფორმა გაატარა, მათ შორის რეზერვების მართვაში. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, რეზერვების მართვის კუთხით დავნერგეთ სიახლეები, მათ შორის როგორ საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე ახალი ინსტრუმენტების და რეზერვების მართვის თანამედროვე ინსტრუმენტებზე გადავედით. ჩვენ ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ სხვა ბანკებს.
რეზერვების მართვაში გამოწვევა არის ზოგადად მსოფლიოში - ნულოვანი საპროცენტო განაკვეთები და ევროს შემთხვევაში ნეგატიური საპროცენტო განაკვეთები. ეს გამოწვევა არ არის მხოლოდ სებ-სათვის, ეს არის მსოფლიოს ყველა ცენტრალური ბანკისათვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, ამ პირობებში თუ როგორ შეიძლება ვმართოთ ჩვენი რეზერვები ისე, რომ ვმართოთ ჩვენი რეზერვები ისე, რომ მივიღოთ მაქსიმალური შემოსავლები და დავიცვათ ისეთი ნორმები, როგორიცაა უსაფრთხოება და ლიკვიდურობა", - განაცხადა არჩილ მესტივირიშვილმა.
საქართველოში მიმდინარე ფორუმზე განიხილება ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან ცენტრალური ბანკები მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური კრიზისის ფონზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაბალი და ნეგატიური საპროცენტო განაკვეთების პირობებში საერთაშორისო რეზერვების მართვის სპეციფიკას.
სავალუტო რეზერვების მართვის მეოთხე რეგიონულ ფორუმი, დღეს 19 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ტიერი დე ლონგემარმა გახსნეს.
ფორუმზე, შეხვედრის მონაწილეებს, სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამომსვლელებთან ერთად, წლების განმავლობაში დაგროვებულ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები გაუზიარებენ.
ფორუმში მუშაობაში მონაწილეობენ მსოფლიოს 30 ქვეყნის ცენტრალური ბანკებისა და ფინანსთა სამინისტროების 70-ზე მეტი საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენელი - ინგლისიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, კორეიდან, რუმინეთიდან, ინდონეზიიდან, ბანგლადეშიდან, ყირგიზეთიდან და ტაილანდიდან.
საგულისხმოა ისიც, რომ ფორუმის მონაწილეები სავალუტო რეზერვების მართვის სფეროს გარდა, განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა მმართველობითი სისტემა, პროცესების ავტომატიზაცია, რისკების მართვა, სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება, გარე მენეჯერების შერჩევის პროცესის წარმართვა და აქტივების „უსაფრთხოდ" განთავსების მიდგომები.