მომავალ წელს საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და ძალიან ბევრი მიღწევა აქვს.
"ჩვენი ევროპელი მეგობრები აფასებენ იმ წარმატებებს, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ისინი აღფრთოვანებულები არიან, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გათვალისწინებით 6%-იანი ზრდა გვაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო, პირადად გავცნობოდი ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.