ხვალ, 19 ნოემბერს ვენაში, ავსტრიის ეკონომიკური პალატის სათაო ოფისში საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, ავსტრიის ეკონომიკური პალატისა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ტარდება.
ბიზნეს ფორუმს 80 ავსტრიული კომპანიის ხელმძღვანელი პირი და 35-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. კომპანიები უმეტესად ენერგეტიკის, ტურიზმისა და უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორებიდან არიან წარმოდგენილნი.
ღონისძიებას, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. მონაწილეებს სხვადასხვა პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას ასევე მიწავდიანსაქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, ენერგეტიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
ავსტრიული ბიზნესის წარმომადგენლებს ღონისძიება საშუალებასმისცემს უკეთ გაეცნონ საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს და ინვესტირების შესაძლებლობებს, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ და B2B ფორმატში გამართონშეხვედრები პოტენციურ ქართველ პარტნიორებთან.