ნატოს სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოთან არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია მიდის დასახული გეგმის მიხედვით და ამ მიმართულებით არავითარი საფრთხე არ არსებობს
,,ირაკლი ალასანიამ ნატოში გამოგზავნა არსებითი პაკეტის შესრულების გეგმა, ჩვენ განვიხილეთ, დავამატეთ იდეები, გეგმა უკვე შეჯერებულია, რომელიც ირაკლი ალასანიამ დაიწყო და ეჭვი არ გვეპარება, რომ ახალ მინისტრთან ამ გეგმით ვიმუშავებთ და მოხდება ამის იმპლემენტაცია. Mმე დღეს მაქვს შეხვედრა თავდაცვის ახალ მინისტრთან და ვისაუბრებთ დეტალურად. არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია მიდის დასახული გეგმის მიხედვით", _განაცხადა აპატურაიმ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, არსებითი პაკეტის შესრულება ალიანსის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
,,მინდა დაგარწმუნოთ, რომ არსებითი პაკეტის შესრულება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ეს კი მხოლოდ განცხადება არ არის, ამას საქმით დავამტკიცებთ", _განაცხადა აპატურაიმ.