"თავისუფალი დემოკრატების" წევრ ვიცე-სპიკერ ზურაბ აბაშიძისთ თქმით, ნდობის ჯგუფის შექმნა და თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესწავლის პროცესში საპარლამენტო მექანიზმების ჩართვა, პოლიტიკურად არის მოტივირებული.
ამის შესახებ, აბაშიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
"თავდაცვის სამინისტროს მიმართ პროკურატურის გააქტიურებაში და ამ საქმეში საპარლამენტო მექანიზმების ჩართვაში ნდობის ჯგუფის სახით, ჩვენ მხოლოდ პოლიტიკურ მოტივაციას ვხედავთ. ეს არ არის კარგი ხელისუფლებისათვის, თუ რაიმე დარღვევები არსებობდა თავდაცვის სამინისტროში, წინა წლებთან თუ ირაკლი ალსანიას პერიოდთან მიმართებაში, თავის დროზე შეიძლებოდა ამის გარკვევა. მაგრამ დღეს, როდესაც აშკარაა ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის მაქსიმალური დისკრედიტაციის უსუსური მცდელობა, ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო მეტად ასუსტებს მთავრობას და ხელისუფლებას. თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით დაწყებული საქმეები, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, ისევე გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი", - განაცახდა აბაშიძემ.
ნდობის ჯგუფის სხდომა, რომელმაც სახელწიფო სამსახურების საქმიანობის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია უნდა შეისწავლოს, 19 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება.