ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს განიხილავს. როგორც ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ნაბიჯები რომელსაც ბოლო დროს რუსეთი ახორციელებს საერთაშორისო ნორმების დარღვევაა.
,,ნატოს გენერალურ მდივანს ასევე სურს იმსჯელოს და განიხილოს პრემიერ-მინისტრთან იმ საკითხზე რომელიც მნიშვნელოვანია და ჩვენს შეშფოთებას იწვევს ეს არის რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და შედგენილი პროექტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ქმედებები საერთაშორისო ნორმების დარღვევაა და უკან გადადგმული ნაბიჯი რომელიც არ შეწყობს ხელს და პირიქით გადაავადებს პრობლემების გადაჭრას", _განაცხადა აპატურაიმ.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს ეს მის იზოლაციას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს.
,, რუსეთი თუ ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება მათი მხრიდან გადადგმულიო რომელიც რუსეთის მხრიდან უფრო მეტი იზოლაციის წინაპირობა გახდება", _განაცხადა აპატურაიმ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც გაერთიანებული ჯარების შექმნას ითვალისწინებს.