მალე, რუსეთის მოსახლეობის მაგიდაზე შესაძლებელია გაჩნდეს აქლემის ხორცისგან დამზადებული, გაყინული ნახევარფაბრიკატი. სწორედ ამგვარად ცდილობს რუსეთის ხელისუფლება, ჩაანაცვლოს ის იმპორტირებული საქონელი, რომელიც კრემლის სანქციის ქვეშ მოჰყვა.
"ჩვენ მივაგენით მეთოდს, როდესაც აქლემის ხორცის დამუშავებით მიიღება რბილი ხორცპროდუქტები. ერთი პატენტი უკვე შევიტანეთ, კიდევ ორს თებერვალში შევიტანთ"-აღნიშნა ასტრახანის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ნატალია დოლგანოვამ.
მანვე დასძინა, რომ რუსი ფერმერები ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ინტერეს იჩენდნენ აქლემების მიმართ "თუ ჩვენ ვიპოვით ინვესტორებს, მაშინ შევძლებთ აქლემის ხორცი გაყინული ნახევრაფაბრიკატების სახით მივაწოდოთ ნებისმიერი მიმართულებით. ყალმუხეთში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში. თუ ჩვენ ახლა გადავწყვიტავთ ამ პრობლემას, მაშინ რუსეთისთვის აქლემების მოშენება გახდება ძალიან რენტაბელური დარგი."
ადრე რუსებს უფლება მიეცათ, მიერთვათ ნიანგის ხორცი, რომელიც ფილიპინებიდან შემოქონდათ. მომავალში ჩვენი აღმოსავლელი მეზობლის ხორცის რაციონი ინდოეთიდან შემოტანილი კამეჩის ხორცით შეივსება.