სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დამატებით 1 მლნ 855 ათას 457 ლარი დაიხარჯება. როგორც მთავრობის № 203 3 განკარგულებაშია აღნიშნული, თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა. ირკვევა, რომ საერთო თანხიდან 833 ათას 444 ლარი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად გადაეცემა, ხოლო 696 ათას 098 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად; ასევე, ლენტეხის მუნიციპალიტეტს -248 915ლარი გამოეყოფა, საიდანაც 6 050 ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ხოლო 242 865 ლარი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, დაიხარჯება. ჭიათურის მუნიციპალიტეტი კი 77 000 ლარს მიიღებს და ამ თანხიდან: 2 000 ლარს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ხოლო 75 000 ლარს, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად გამოიყენებს.
მასალის გამოყენების პირობები