სებ-ის 2014-2015 წლების ანგარიშგების აუდიტს კომოპანია "KPMG"-ი განახორციელებს. როგორც უკვე ცნობილია, დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ, სებ-ის 2 წლის ანგარიშის აუდიტის განმახორციელებელი კონკურსის გამარჯვებული უკვე დაასახელა. ესაა მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი აუდიტორული ფირმა "KPMG".
დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისია პარლამენტს სწორედ "KPMG" წარუდგენს, რათა მან განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის 2014-2015 წლების ანგარიშგების აუდიტი.
კონკურსში ოთხი უმსხვილესი აუდიტორული ფირმა მონაწილეობდა: "Deloitte Touche Tohmatsu", "KPMG", "Ernst & Young" და "PriceWaterhousecoopers".
გამარჯვებულის გამოსავლენად კომისიამ აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური და ფინანსური წინადადებები განიხილა. საქართველოს ეროვნული ბანკის 2014-2015 წლების ანგარიშგების აუდიტს "KPMG" 229 ათას ლარად განახორციელებს. "Deloitte Touche Tohmatsu"-ის განაცხადი იყო 258 ათასი ლარი, "Ernst & Young"-ის - 268 500 ლარი, "PriceWaterhousecoopers" - 236 ათასი ლარი.