ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ვანო მერაბიშვილს საქართველოს პატრიარქის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ნათელაშვილი შს უწყების ხელმძღვანელს გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემული ინტერვიუს გამო აკრიტიკებს, რომელშიც აცხადებს, რომ ბაგრატიონების ქორწინება ევგენი პრიმაკოვის პროექტი იყო.
"მოვუწოდებ მთელ საქართველოს, ყურადღება მიაქციონ მერაბიშვილის დღევანდელ მკრეხელურ ინტერვიუს იმის თაობაზე, რომ ბაგრატიონების ქორწინება ევგენი პრიმაკოვის პროექტი ყოფილა, მაშინ როდესაც ის უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა. ამ ქმედებით მერაბიშვილმა შეურაცმყოფა მიაყენა პატრიარქს, რის გამოც მისი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის", - განუცხადა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "კომერსანტში" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ მერაბიშვილთან ინტერვიუ დღეს გამოქვეყნდა.