საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულები შეახსენა. საკანონმდებლო ორგანოში სიტყვის გამოსვლისას, პრეზიდენტმა ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული იმ ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც შიდა სახელმწიფოებრივ რეფორმებს გულისხმობს.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა თქვენი ყურქადღება გავამახვილო ასოცირების ხელშეკრულებით მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ ვალდებულებაზე, რომელიც შიდა სახელმწიფოებრივ რეფორმებს გულისხმობს. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ: „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცება, განვითარება და გაზრდა; ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემის ხელშეწყობა; სასამართლო და სამართლებრივი რეფორმის პროგრესი და სასამართლოს სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, სასამართლოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება, სამართალდამცავ ორგანოთა მიუკერძოებლობა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა; საჯარო მმართველობის რეფორმა. ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ქმედითი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნა; ეფექტიანი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ."- ამ ვალდებულებების განხორციელება არამხოლოდ ჩვენი დასავლური ინტეგრაციის საწინდარია, არამედ ევროპული საქართველოს საფუძველია. მის განხორციელებაში ბუნებრივია საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი ენიჭება", - განაცხადა მარგველაშვილმა. .