"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის შეფასებით, საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასოწარკვეთილია.
აღნიშნული შთაბეჭდილება აბაშიძეს გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნებული, მერაბიშვილის ინტერვიუს გაცნობის შემდეგ გაუჩნდა.
"ამ ინტერვიუდან გამოჩნდა, რომ მერაბიშვილი რეალობას მოწვეტილია და ადექვატურობის უნარი დაკარგული აქვს. ადგილობრივი არჩევნების საკითხზე საუბრისას მას პოლიტიკური პარტიების ისეთი რეიტინგები მოჰყავს, რომელიც აბსოლუტურად არარეალურია. პირდაპირ გეტყვით, ვფიქრობ, ეს ადამიანი სასოწარკვეთილია", - განუცხადა აბაშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ რუსული გამოცემა "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქართველოს შს მინისტრი ბევრ სხვა საკითხთან ერთად ქვეყანაში მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზედაც საუბრობს და ამტკიცებს, რომ ოპოზიციას გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს.