ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ნარინჯისფერი რთველი" აქტიურ ფაზაში შევიდა. წელს წინასაწარი მონაცემებით 41 580 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მოსავალია ნავარაუდევი, მათ შორის 36 790 ტონა მანდარინია. ამ ეტპისთვის სოფლის ცენტრებში აქტიურად მიმდინარეობს მანდარინის მიღება, სადაც სტანდარტული ნაყოფის სარეალიზაციო კომერციული ფასი 60-70 თეთრად განისაზღვრა.
ცინტუსოვანთა ნაყოფის სტაბილური სარეალიზაციო ფასის შენარჩუნების მიზნით გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. მოხდა გარე ვაჭრობის აკრძალვა, რომლის ყოველდღიურ მონიტორინგსაც ზედამხედველობის სამსახური ახოროციელებს, ასევე გამგეობაში შეიქმნა სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ციტრუსოვანთა ნაყოფის რეალიზაციასთან დაკავშირებით (ტელ: 599 85 63 04).
ციტრუსოვანთა ნაყოფის შეუფერხებლად რეალიზების მიზნით თვის ბოლომდე იგეგმება შემფუთავ-დამხარისხებელი და გადამამუშავებელი საწარმოების გასხნა.
მასალის გამოყენების პირობები