დიმიტრი მედვედევი დასავლური სანქციებით შექმნილ პრობლემებს აღიარებს. რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სანქციები ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება და მათი შედეგების გასზაღვრა ზოგჯერ შეუძლებელია.
„ხელოვნური ბარიერები, რომელსაც ეკონომიკური სანქციები და საერთაშორისო საკრედიტო სისტემასთან წვდომის დაკარგვა ქმნის, ფინანსურ-ეკონომიკურ სისტემაზე ზეწოლის მეთოდია, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ. სანქციების უარყოფითი ეფექტის განსაზღვრა კი ხშირად შეუძლებელია. რაც შეეხება რუსეთის საპასუხო სანქციებს, მათ აქვთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ეფექტები. ამიტომ, ადრე თუ გვიან, სანქციებს მოვხსნით, თუმცა ყველა დასავლელი მწარმოებელი რუსულ ბაზარზე დაბრუნებას ვერ შეძლებს,"-განაცხადა მედვედევმა.